Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მოგზაურობა მალდივებზე
Saintereso.com
26 June 2016, 16:10
      მოგზაურობა მალდივებზე   ინდოეთის ოკეანეში არსებული სამოთხის კუნძულებად აღიარებული მალდივები ნებისმიერი მოგზაურის საოცნებო ადგილია. ჟურნალ Condé Nast Traveller-ის მკითხველმა მალდივები ინდოეთის ოკეანის კუნძულებს შორის საუკეთესო დასასვენებელ  ადგილად აღიარა. კუნძულებმა თავისი მდიდარი კულტურის, მაღალი კლასის სასტუმროების, მომსახურეობის მაღალი დონის, ეკზოტიკური სამზარეულოს, ექსტრემალური სპორტული თავგადასავლების მათ შორის ყვინთვისა და პარაპლანით ფრენების გამოცდილებით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტის სტატუსი მოიპოვა. ამასთანავე ეს სახელმწიფო იცავს და ინარჩუნებს თავის მრავალფეროვან ეკოლოგიას და განსაკუთრებულად ზრუნავს გარემოს დაცვაზე. ამ გარემოებებიდან გამომდინარეობს ის შედეგი, რომ მალდივებზე ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. 2011 წელს მალდივებმა თითქმის 1 მილიონ ტურისტს უმასპინძლა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 17.6 %-ით მაღალია.ეს ქვეყანა განსაკუთრებული პოპულარობით რუსეთის, დსთ-ს და სპარსეთის ყურის ქვეყნების ტურისტებს შორის სარგებლობს. მალდივების მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კორპორაციის მონაცემებით ამ ქვეყნებიდან  2012 წლის პირველ კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 15.7%-ით მეტმა ტურისტმა იმოგზაურა. იმავე პერიოდში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა 77.8%-ით გაიზარდა.  2011-2012 წლებში ცენტრალურ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში დაფუძნებულმა სხვადასხვა სასტუმროებმა თავიანთი ქსელი მალდივების მიმართულებით გააფართოვეს. 2011 წლის დეკემბერში  მალდივებზე გრანდიოზული სასტუმრო  Jumeirah Group's Vittaveli Maldives გაიხსნა.   ამ საოცარ კუნძულზე მოგზაურობა უკვე მომავალი წლის იანვრდან შეეძლებათ ავიაკომპანია flydubai-ს მგზავრებს,სადაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია კვირაში ხუთ რეისს შეასრულებს. მალდივები პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად არის აღიარებული. ეს ქვეყანა 1190 წრიულად განლაგებული მარჯნული წარმოშობის კუნძულისგან შედგება. ეს კუნძულები 90 000 კვ.კმ-ზე არის გაშლილი. ეს კუნძულები ზღვის დონიდან 2.4 მეტრზეა განლაგებული და  მსოფლიოში ყველაზე დაბალ ადგილად ითვლება, რაც წყლის მოყვარულთათვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს.flydubai-ს მუდმივად მზარდი ქსელისთვის მალდივები 32-ე ქვეყანა გახდება. ავიაკომპანია 32 ქვეყნის 50-ზე მეტი მიმართულებით ახორციელებს ფრენებს და მისი ქსელი მოიცავს სპარსეთის ყურის, ცენტრალური აზიის, ჩრდილოეთ აფრიკის, ინდოეთის სუბკონტინენტის, აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. წყარო:
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი